21:04 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 12:08:12, 1949 ნახვა

სამართალი
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პოლიციის დამატებითი ძალების და ჯავშანტექნიკის მობილიზება ხდება.

ამ დროისთვის სპეცრაზმი პერიმეტრს სრულად აკონტროლებს.

სამართალდამცველები მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

ანტიტერორისტული ოპერაცია 17 საათზე მეტია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველებსა და ეჭვმიტანილ პირებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა.

დადასტურებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. იგი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია კიდევ ერთი სამართალდამცველი, თუმცა ამ ინფორმაციას უწყებები არ ადასტურებენ.

ამასთან, აფეთქებების შედეგად კორპუსის მესამე და მეოთხე სართულზე, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებიან ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან და მათ ტერორიზმთან კავშირი ედებათ ბრალად.

ამ დრომდე გრძელდება ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics