10:30 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 12:48:48, 2041 ნახვა

მსოფლიო
Google-ი კრემლის პროპაგანდისტულ ვებგვერდებს შეზღუდავს

Google რუსული პროპაგანდის მატარებელ ვებგვერდებს, საძიებო ველში საწყის ლინკებად აღარ გამოაჩენს, - ამის შესახებ Motherboard.com იუწყება.

Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის დირექტორმა ერიკ შმიდტმა, შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანიის მიმართ კრიტიკა გახშირდა. მისივე თქმით, კომპანია არსებული პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს.

"ეს ძირითადად Russia Today და Sputnik-ია. ვიცით ამის შესახებ და ვცდილობთ სისტემის რებრენდინგს. კრემლის პროპაგანდისტული მედია საშუალებები საძიებო სისტემაში პირველივე სიაში არ უნდა ფიქსირდებოდნენ და ამაზე ვმუშაობთ", - აღნიშნა შმიდტმა და დასძინა, რომ საიტების დაბლოკვას არ აპირებს.

"ჩვენ ასე არ ვმუშაობთ, საიტებს არ დავბლოკავ. ჩვენ მათ შეფასებას მივცემთ და ერთგვარ რეიტინგში ჩავსვამთ. ვეცდებით ყველაფერი საუკეთესოდ გაკეთდეს", - განაცხადა ერიკ შმიდტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters: შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
WSJ: ტრამპს სურს, რომ კონგრესმა „გააუქმოს“ მისი პირველი ვადის იმპიჩმენტი
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთმა „ხოჭოების“ გამო სომხეთიდან ყველა სახის ბოსტნეულის, ხილისა და თხილის იმპორტი აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics