10:30 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 11:42:35, 1678 ნახვა

კომენტარი
ალიბეგაშვილი ახლადარჩეულ საკრებულოს: მინდა, მომავალი ოთხი წელი თბილისზე ფიქრში გაატაროთ

გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის საკრებულოს პირველ სხდომაზე ახლადარჩეულ წევრებს სიტყვით მიმართა.

მან საკრებულოს დეპუტატებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ალიბეგაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საკრებულომ დედაქალაქის განვითარებაზე და მოსახლეობის პრობლემებზე იყოს ორიენტირებული.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც ჩემმა გუნდმა გამომიცხადა ნდობა 2014 წელს. მე ვასრულებდი ძალიან საპატიო მისიას. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, წარმატება ვუსურვო თბილისის ახლადარჩეულ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. მინდა თბილისზე ფიქრში გაატაროთ ეს ოთხი წელი. ვისურვებდი, გეფიქრათ არა ერთმანეთის ჯიბრზე, არამედ ქალაქის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია მეტი კონსტრუქციულობა და მეტად გათვალისწინება ჩვენი მოსახლეობის პრობლემების“, -განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მას საკრებულოს წევრობის უფლებამოსილება დღევანდელ სხდომაზე შეუწყდება.

გიორგი ალიბეგაშვილი ენის სახელმწიფო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

„ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის ახალ სამსახურს დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული. მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომას ახლადარჩეული უხუცესი წევრი ფრიდონ ინჯია უძღვება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters: შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
WSJ: ტრამპს სურს, რომ კონგრესმა „გააუქმოს“ მისი პირველი ვადის იმპიჩმენტი
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთმა „ხოჭოების“ გამო სომხეთიდან ყველა სახის ბოსტნეულის, ხილისა და თხილის იმპორტი აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics