05:55 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 15:01:12, 1569 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ თბილისში დასუფთავების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2014-2017 წლების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დედაქალაქში დასუფთავების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. 

დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქში ამჟამად 20 687 ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული. აქედან 12 870 კი შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, სწორედ, 2014-2017 წლებში შეიძინა.  მისივე თქმით,  საანგარიშო პერიოდში  შპს „თბილსერვის ჯგუფს“  48 ერთეული მძიმე და 30 დამხმარე ტექნიკა შეემატა.

როგორც ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა თბილისის მერის დავალებით, ცენტრალურ რაიონებში, გადატვირთულ ქუჩებზე ე.წ. „პიკის საათებში”, დილის 8:30 საათიდან - 10:30 საათამდე და საღამოს 17:30-დან - 20:30 საათამდე შეიზღუდა ნაგავმზიდი მანქანების გადაადგილება. ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა  უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ. 

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქალაქში ქვეითი ინსპექტორები ოპერირებენ, რომელთა ფუნქციაც ქალაქის დაბინძურების აღკვეთაა. ასევე, ბოლო ათეული წლების განმავლობაში პირველად, გაიწმინდა მდინარე მტკვრის და მდინარე დიღმულას კალაპოტები სხვადასხვა სახის ნარჩენისგან. ქალაქში პირველად მოეწყო ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების 2 ნაგავსაყრელი, რაც მანამდე არასდროს ყოფილა. დავით დავით ნარმანიას განცხადებით,  იწყება ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაც. 

გარდა ამისა, „თბილსერვის ჯგუფმა“ 2016 წლის აგვისტოში  საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის  სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოები  ეტაპობრივად, პროექტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით შესრულდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი პრობლემები, რომელიც ნორიოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებდა აღმოიფხვრება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics