23:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 17:51:04, 2247 ნახვა

სამართალი
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი კვიპროსელმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს

შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს კვიპროსელი ჟურნალისტები ეწვივნენ. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა  უმასპინძლა.

შალვა ხუციშვილმა უცხოელ ჟურნალისტებს  მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერებინა და მის დანიშნულებასა და ფუნქციებზე ესაუბრა.

სტუმრები ე.წ. ჭკვიანი კამერებით და მათი მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდნენ, ასევე,  რეალურ დროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესს დააკვირდნენ.

შეხვედრის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კვიპროსელი ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და  სამინისტროში მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები გააცნო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics