08:29 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 17:42:56, 1997 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი დაზღვევისა“ და Mercedes-Benz -ის ერთობლივი აქცია დაიწყო

„თიბისი დაზღვევა“  Mercedes-Benz-ის ქართულ წარმომადგენლობასთან ერთად აქციას იწყებს.

დღეიდან მომხმარებელი,  რომელიც Mercedes-Benz-ის სადილეროში შეიძენს GLE ან GLC-ის მარკის ავტომობილს  „თიბისი დაზღვევისგან“ განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებს.

საჩუქრები მოიცავს: 1 წლიან ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს, 1000 ლიტრ საწვავს ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებზე, რეცხვის სერვისს ვისოლის სამრეცხაოების ქსელში და 1 წლიანი სითი პარკის ბარათს.

„თიბისი დაზღვევის“  1 წლიანი ავტოდაზღვევა  ავტოავარიის შემთხვევაში მესამე პირის ავტომობილის და  ქონების დაზიანების ან ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს.

 ავტომობილი ასევე დაზღვეული იქნება ვანდალიზმისგან და სტიქიური მოვლენებისგან, როგორიცაა  სეტყვა და მიწისძვრა.

ხოლო გზაზე მანქანის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, მომხმარებელს ტექნიკური დახმარების  ჯგუფი 24 საათის განმავლობაში  შემდეგი სერვისებით მოემსახურებათ: ევაკუატორის მომსახურება, საწვავის ადგილზე მიტანა, საბურავის გამოცვლა,  ავტომობილის დაქოქვა.

აქცია 1 ნოემბერს დაიწყო და ძალაში იქნება  2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics