|
2017-11-08 12:01:04, 2049 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარი განაცხადა
აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ Kavkaz-uzel იუწყება. მედია საშუალების ინფომრაციით, ჟურნალისტის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი მუხთარლისთვის შინაპატიმრობას ითხოვდა. „გამოძიების დაწყებიდან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უკვე მეოთხედ მივმართავთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით. აქამდე ყველა შემთხვევაში სასამართლო უარს აცხადებდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, რადგან პროკურატურის არგუმენტებს ითვალისწინებდა, რომ თავისუფლებაზე მყოფი აფგან მუხთარლი გამოძიებაზე გავლენას მოახდენს. ამასთან, არც ერთხელ არ განმარტეს, თავისი არგუმენტი, თუ რა ბერკეტებით შეძლებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გავლენის მოხდენას, როდესაც სამყაროსგან იქნება იზოლირებული“, - განაცხადა ელჩინ სადიგოვმა. სადიგოვის განმარტებით, წინასწარი გამოძიება უკვე დასრულდა და მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. "სასამართლომ ისიც კი, არ გაითვალისწინა, რომ წინასწარი პატიმრობის იზოლატორში აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ავადმყოფი ადამიანის იზოლატორში გამოკეტვა, არაადამიანობის ერთ-ერთი ფორმაა. ეს ყველაფერი იქნება ასახული ჩვენს სარჩელში, რომელსაც ადამიანი უფლებების ევროპულ სასამართლოში შევიტანთ", - აღნიშნა ადვოკატმა და დასძინა, რომ მუხთარლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, საქართველოში 2014 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა. მიმდინარე წლის 29 მაისს ჟურნალისტი თბილისიდან გაიტაცეს. მეორე დღეს ის აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით არის აღძრული: კონტრაბანდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა. აზერბაიჯანული მხარის თქმით, ჟურნალისტს საზღვრის გადაკვეთისას 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. როგორც მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, მისი მეუღლე საქართველოდან აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა ქართველი მხარის დახმარებით გაიტაცეს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)