06:48 - 12 Jun, 2026
|
2017-11-06 13:34:19, 2476 ნახვა
მსოფლიო
ვიეტნამში, ტაიფუნის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა
ვიეტნამში, ტაიფუნის გამო 47 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Việt Nam News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად კიდევ 22 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მედიის ცნობით, ტაიფუნი ვიეტნამს შაბათს დაატყდა თავს. მისი სიჩქარე საათში 90 კილომეტრია. ტაიფუნმა ათასობით სახლს სახურავი ახადა. სტიქიის გამო მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც გამოცემა წერს, საერთო ჯამში ათასზე მეტი სახლი მთლიანად განადგურდა. ცნობისთვის, ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის სამიტი უნდა ჩატარდეს, რომელსაც ქვეყნების პირველი პირები დაესწრებიან, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი დონალდ ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)