|
2017-11-06 10:57:31, 2390 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოს ელიტის ოფშორულ საქმიანობაზე ახალი დოკუმენტები - Paradise Papers გამოქვეყნდა
გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მა დოკუმენტები - Paradise Papers, სადაც ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებზე მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების, კომპანიებისა და ცნობილი ადამიანების მიერ გადარიცხული თანხების შესახებ წერია. როგორც გამოქვეყნებულ დოკუემნტებშია ნათქვამი, სიაში არსებული პირები თუ კომპანიები გადასახადების დამალვის მიზნით, მილიონობით დოლარს რიცხავდნენ ოფშორში. უცხოური მედიის ინფორმაციით, Paradise Papers-ი 13.4 მილიონ ფაილს შეიცავს. გერანულმა გამოცემამ დოკუმენტები ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმს გაუზიარა, რომელთა პარტნიორებიც არიან The Guardian-ი, BBC და The New York Times-ი. Paradise Papers-ის მიხედვით ირკვევა, რომ : დედოფალ ელიზაბეტ მეორის კერძო ქონებიდან მილიონობით ფუნტი სტერლინგი კაიმანის კუნძულების ფონდში გადაირიცხა, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული; ოფშორულ გარიგებებში მონაწილეობენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დონორები; ასევე დადგინდა კავშირი ტრამპის ბიზნესის კომერციული მდივნის უილბორ როსისა და ვლადიმერ პუტინის სიძის კომპანიებს შორის; აღნიშნული დოკუმენტები ერთგვარ ზეწოლას მოახდენს როგორც დონალდ ტრამპზე, ასევე ბრითანეთის პრემიერ ტერეზა მეიზე. ცნობისთვის, 2016 წელს გავრცელდა პანამის დოკუმენტები, რომლებიც ამ შინაარსის მასალებს შეიცავდა. პანამის დოკუმენტები - ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა Mossack Fonseca-ს სერვერიდან აიღო. მასალა 2.6 ტერაბაიტის მოცულობის იყო. ის შეიცავდა ინფორმაციას ოფშორული კომპანიების შესახებ, რომლებსაც ქვეყნების მოქმედი და ყოფილი ლიდერები, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები და სპორტსმენები იყენებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)