07:00 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 14:43:03, 1839 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „InnovFin"-ის ძირითადი მიზანია ფინანსურ ინსტიტუციებს გაუადვილოს ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსება

პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა პროგრამაზე „InnovFin"-ი, რომელიც არის ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ფონდის საერთო ინიციატივა, ევროკომისიის ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „InnovFin"-ს გააჩნია სხვადასხვა ფინანსური მექანიზმები ინოვაციური ბიზნესებისა და კვლევების დასაფინანსებლად, იგი მოიცავს როგორც სესხებს, ასევე გარანტიებს. მისი თქმით,

„დაფინანსება ხელმისაწვდომია მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეებისათვის, როგორც პირდაპირ, ასევე (ძირითად შემთხვევაში) ფინანსური შუამავლების საშუალებით (ბანკები, განვითარების სააგენტოები, კვლევითი ცენტრები, ა.შ.). პროგრამის ძირითადი მიზანია ფინანსურ ინსტიტუციებს გაუადვილოს ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics