01:04 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 13:56:02, 1996 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტრო სოფლად სახლს კიდევ 44 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სოფლად სახლს, საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, კიდევ 44 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სახლების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო.

უწყების ცნობით, კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს თანამშრომლები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს სახლებს სამეგრელოს, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შეუძენენ.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. სოფლად სახლის შესყიდვის მოთხოვნით, განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ დრომდე, სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სოფლად სახლი უკვე 1700-ზე მეტი  დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics