|
2017-10-31 13:27:37, 1788 ნახვა
საზოგადოება
ელექტროგადამცემი „კავკასიონის“ რუსეთის მონაკვეთზე N331 ანძის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა
ელექტროგადამცემი „კავკასიონის" რუსეთის მონაკვეთზე N331 ანძის ავარიული-აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. 2017 წლის მარტის თვეში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ზელენჩუკის რაიონში, 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ შემოვლის დროს დაფიქსირებული იქნა У2 ტიპის N331 კუთხური ანძის „ბ“ ფაზის საყრდენის ძირითადი კუთხოვანას დეფორმაცია და ქვედა დიაფრაგმის გამბრჯენების (კუთხოვანების) ძირითადი კუთხოვანებიდან აცვენის ფაქტი. ასევე, „ბ“ ფაზის საყრდენის პირვანდელი მდებარეობიდან ქვემოთ ფერდობზე 2 მეტრით გადაადგილება, ხოლო „ა“ და „ც“ ფაზის საყრდენების - 1 მეტრით, ვიზუალურად შესამჩნევი დეფექტების გარეშე. აღნიშნული მოვლენის ადგილზე შესასწავლად მოწვეული იქნენ როსტოვის საპროექტო ორგანიზაცია ООО «Энерго-Юга»-ს სპეციალისტები, რომელთაც წინასწარი გეოლოგიური შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N331 ანძა, იქ განვითარებული მეწყერული მოვლენების გამო უნდა გადატანილიყო სხვა ადგილზე. მოგვიანებით ООО «Энерго-Юга»-სთან გაფორმდა ხელშეკრულება ავარიული აღდგენითი სამუშაოების საძიებო-საპროექტო სამუშაოებზე. როსტოვის საპროექტო ორგანიზაციამ შეასრულა 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N331 ანძის მეწყერული ზონიდან გადატანის ავარიული-აღდგენითი სამუშაოების პროექტი, რომელიც გულისხმობს: ორი არსებული N330 (შუალედური, ПБ-4-ის ტიპის) და N331 (კუთხური,У2-ის ტიპის) ანძის დემონტაჟს, და ახალი, N330а (კუთხური, У2к+5 ტიპის) და N331а (კუთხური,У2к+12 ტიპის) ანძის მონტაჟს ახალ, მეწყერსაშიში ზონიდან მოშორებით უსაფრთხო ადგილზე. 500 კვ ეგხ „კავკასიონი" შეკეთებაში ჩადგა 2017 წლის 18 სექტემბერს და შეკეთებაში იყო 28 ოქტომბრის ჩათვლით, რა დროშიც გეგმით გათვალისწინებულ სარემონტო სამუშაოებთან ერთად, რომელთაც ასრულებდა სს გეს „საქრუსენერგოს" ყარაჩაის ფილიალის პერსონალი, ზემოაღნიშნულ ავარიულ-აღდგენით სამუშაოებზე დაქირავებული იყო კონტრაქტორი ООО «АльфаСтрой". სამუშაოები მიმდინარეობდა შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად და 500 კვ ეგხ „კავკასიონის" ძაბვის ქვეშ დაყენება უკვე შესაძლებელია.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)