01:39 - 12 Jun, 2026
|
2017-10-27 12:37:07, 2238 ნახვა
მსოფლიო
მალიში აფეთქების შედეგად გაერო-ს 3 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა
მალიში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც გაერო-ს 3 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, - ამის შესახებ France24 იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად კიდევ 3 მშვიდობისმყოფელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, აფეთქება ტელასიტისა და ეგელჰოკის დასახლებულ პუნქტებს შორის მოხდა. გაეროს ავტომობილი ჰუმანიტარული ტვირთის კოლონას აცილებდა, როდესაც სავარაუდოდ გზასთან დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის ჯერ უცნობია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაცია არ აუღია. ცნობისთვის, 2013 წლიდან დღემდე მალიში 80-ზე მეტი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)