|
2017-10-26 18:53:11, 2714 ნახვა
მსოფლიო
კატალონიის მეთაურმა ვადამდელი არჩევნების დანიშნა გადაწყვიტა
კატალონიის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა ვადამდელი რეგიონული არჩევნების დანიშვნა გადაწყვიტა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, არჩევნები 20 დეკემბერსაა ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ თუ არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები გაიმარჯვებენ, პუჩდემონი მანდატს განიმტკიცებს. გამოცემა, La Vanguardia-ს ცნობით, კარლეს პუჩდემონმა გადაწყვეტილება ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადასარწმუნებლად მიიღო, რათა მადრიდმა რეგიონზე პირდაპირი კონტროლი არ გაავრცელოს. კიდევ ერთი ადგილობრივი მედია წერს, რომ კატალონიამ შესაძლოა, დამოუკიდებლობა 26-27 ოქტომბერს პარლამენტის სხდომის დროს გამოაცხადოს. ცნობისთვის, ოფიციალური მადრიდი ხვალ 155-ე მუხლის ამოქმედებაზე იმსჯელებს, რაც კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)