|
2017-10-26 17:21:28, 1935 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ შემეცნებითი ტურები რეგიონების უფროსკლასელებისთვისაც დაიწყო
26-27 ოქტომბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, სსე ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების უფროსკლასელებს მასპინძლობს. მოსწავლეებს ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურზე ჩაუტარდათ ექსკურსია, დაათვალიერეს კაშხალი, მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს. ტურის ფარგლებში, უფროსკლასელები სსე-ის სათაო ოფისში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილს შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ დაათვალიერებენ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს, ჩაუტარდებათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრებიან, სადაც უშუალო მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ამ პროგრამას თბილისის მასშტაბით უკვე ორი წელია ახორციელებს. პროგრამის დადებითი შედეგებისა და გამოხმაურების გათვალისწინებით, შემეცნებით ტურში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიც ჩაერთვნენ. ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)