22:34 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 15:03:04, 1961 ნახვა

საზოგადოება
თურქული მედია: სარფში დაკავებული ბავშვის ოჯახი, შესაძლოა, ტერორისტულ ორგანიზაციასთან იყოს კავშირში

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სარფის საბაჟოზე ჩანთით არასრულწლოვანი გადაჰყავდა, სამშობლოშია დეპორტირებული, - ამის შესახებ ტრაპზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც მიქაძემ აღნიშნა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საკონსულოში ინფორმაცია დღეს შევიდა. ამასთან, მიქაძემ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირის იდენტიფიცირებას ვერ მოახდენს.

გარდა ამისა, ბათუმში თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლის ლილი დევრიშოღლუს ინფორმაციით, თურქული მედია 14 წლის მოზარდის ოჯახის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირზე საუბრობს.

"ბავშვი საქართველოს მოქალაქეს ჩანთით გადმოჰყავდა. მედიაში გავრცელდა ინფომრაცია, რომ ბავშვის ოჯახი ეჭვმიტანილია ტერორისტულ ორგანიზაცია FETO-სთან კავშირში. საკონსულოში სხვა ინფორმაცია არ შემოსულა", - განაცხადა საკონსულოს წარმომადგენელმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics