|
2017-10-25 16:15:51, 2425 ნახვა
მსოფლიო
ბარსელონაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ოფისი“ გაიხსნა
ბარსელონაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს „წარმომადგენლობის“ ოფისი გაიხსნა, - ამის შესახებ „სპუტნიკ-ოსეტია“ იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოფისის გახსნა ბარსელონაში დე-ფაქტო მინისტრის დმიტრი მედოევის „ვიზიტის“ ფარგლებში მოხდა. როგორც მედოევმა აღნიშნა, ოფისის მიზანი ორ მხარეს შორის კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობაა. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს „წარმომადგენლობის“ ოფისი კატალონიაში ორშაბათს გაიხსნა. მედოევმა ოფისის გახსნასთან ერთად ბარსელონაში შეხვედრები ოსურ დიასპორასთან გამართა, რომლებიც, როგორც მედია წერს, სამშობლოსთან კონტაქტს არ კარგავენ სიშორის მიუხედავად და ცდილობენ, „დასავლეთს რეგიონში მიმდინარე მოვლენები სწორი კუთხით დაანახონ“. მედოევის თქმით, კატალონიაში მიმდინარე პროცესებს დიდი ყურადღებით აკვირდებიან და მათ ინტერესებშია, რომ თვითგამორკვევის პროცესში მყოფ რეგიონთან ითანამშრომლონ. „26 წლის წინ სამხრეთ ოსეთის ხალხმა თავად გადაწყვიტა გადაედგა ის პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებმაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას შეუწყო ხელი“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)