|
2017-10-25 12:40:39, 2069 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი: კატალონიაში არჩევნები 6 თვის ვადაში უნდა ჩავატაროთ
ესპანეთის მთავრობა კატალონიაში კანონის აღდგენასა და არჩევნების ჩატარებას საკუთარ ამოცანად მიიჩნევს, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა. ინფორმაციას Ria ავრცელებს. როგორც რახოიმ აღნიშნა, იმისათვის, რომ კანონიერების აღდგენა მომხდარიყო, კონსტიტუციის 155-ე მუხლის აღდგენა გახდა აუცილებელი. „ამის შემდეგ 6 თვის განმავლობაში, უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ყველა გარანტიით. ასევე თავიდან უნდა ავიცილოთ ის არასასიამოვნო გამოცდილება, რომელიც რეფერენდუმის ჩატარების დღეს ვიხილეთ“, -განაცხადა ქვეყნის პრემიერმა. მან კატალონიის მთავრობას ნორმალური თანაცხოვრების აღდგენისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ეკონომიკური სიტუაცია არ გაუარესდეს. „სიტუაცია საკმაოდ რთული გახდა, ვინაიდან კატალონიის მთავრობის თავმჯდომარემ და ჟენერალიტეტმა საკუთარი თავი კანონგარეშედ დააყენეს. საზოგადოებაში განხეთქილება მოხდა. ასევე შეშფოთებას იწვევს ამ პროცესის ეკონომიკაზე გავლენა“, - აღნიშნა რახოიმ. ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიის ავტონომიურ მთავრობას უფლებამოსილება ჩამოართვა. ესპანეთმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რომელიც რეგიონისთვის ავტონომიის სტატუსის გაუქმებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)