21:33 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 11:39:43, 2057 ნახვა

საზოგადოება
იაპონიაში ქართული კივის ექსპორტი იზრდება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  ლევან დავითაშვილმა იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტთან, ტეტსუია საკამოტოსთან და ქართული კივის მწარმოებელი კომპანიის „ნერგეტა“ თანადამფუძნებელთან, კონსტანტინე ვეკუასთან შეხვედრაზე იაპონიაში ქართული კივის ექსპორტის მზარდი ტენდენციის საკითხი განიხილა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება მეხილეობის სექტორის განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, იაპონიის ბაზარი საქართველოსთვის საინტერესოა და ქართული კივის იაპონურ ბაზარზე გამოჩენა მნიშვნელოვანია.

იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტის, ტეტსუია საკამოტოს განცხადებით, საქართველოში კივის კულტურას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რადგან კლიმატური პირობები სრულად შეესაბამება საექსპორტო კივის კულტურის განვითარებას.

„ქართული წარმოების კივი არის შესანიშნავი ხარისხის. თუ კივის შაქრიანობის საკითხს შევეხებით, რაც მისი საგემოვნო თვისებების განმსაზღვრელია, იაპონურ კივთან შედარებით  ქართულში შაქრიანობა 1,5 პროცენტით მაღალია. შარშან იაპონიაში პირველად  ჩავიტანეთ ქართული კივი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ვფიქრობ, წელს საქართველოდან იმპორტირებული კივის მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება.  მოთხოვნიდან გამომდინარე ვგეგმავთ, იაპონიაში კივის ექსპორტი გავზარდოთ“, - განაცხადა იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტმა, ტეტსუია საკამოტომ. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ნერგეტამ“ კივის საცდელი პარტია იაპონიის ბაზარზე 2016 წელს შეიტანა.

მიმდინარე წელს კი, დაახლოებით 100 ტონა კივის ექსპორტისთვის ემზადება.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics