|
2017-10-24 17:53:17, 2292 ნახვა
მსოფლიო
კატალონიის მთავრობა ავტონომიის გაუქმების თაობაზე მადრიდის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
კატალონიის მთავრობა, კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ოფიციალური მადრიდის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში გაასაჩივრეს, - ამის შესახებ გენერალიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟორდი ტურულმა განაცხადა. როგორც ტურულმა განმარტა უზენაესმა სასამართლომ ესპანეთის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება უნდა გააუქმოს. ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, კატალონიის მეთაურს კარლეს პუჩდემონს შესთავაზეს, ხუთშაბათს ან პარასკევს სენატში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა ხუთშაბათს კატალონიის პარლამენტის სხდომაა დანიშნული. ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიის ავტონომიურ მთავრობას უფლებამოსილება ჩამოართვა. ესპანეთმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა, რომელიც რეგიონისთვის ავტონომიის სტატუსის გაუქმებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)