03:48 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 12:52:36, 1905 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა

ყაზახეთში მიმდინარე „OECD ევრაზიული კვირეულის“ ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს, ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა დიდი პროგრესი, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებობს ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროებში და სხვა. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკური თანამშრომლობას ქვეყნებს შორის გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყახაზეთის პრემიერ-მინისტრს გააცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რომლის განვითარებაზეც საქართველო და ყაზახეთი დიდად არიან დაინტერესებული. დიმიტრი ქუმსიშვილმა ბაკიტჟან საგინტაევს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტებზე, რომელთა სრულად ამოქმედების  შემდეგ საქართველოს შეეძლება გაატაროს ევროპასა და ჩინეთს შორის ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სატრანზიტო დერეფანი, რომლის ნაწილიც საქართველოა, შეძლებს უმოკლეს ვადაში გაატაროს ტვირთი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics