|
2017-10-24 11:30:03, 2093 ნახვა
საზოგადოება
დღეს გამოფენა „რეპრესიები საქართველოში" ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება
დღეს, 16:00 საათზე, გამოფენა „რეპრესიები საქართველოში" ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება. ექსპონატების დიდი ნაწილი საზოგადოებას პირველად წარედგინება. ექსპოზიციას საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი გახსნის. ღონისძიებას დაეწრებიან სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, რეპრესირებულთა შთამომავლები. 1937 წლის რეპრესიებიდან 80 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ ექსპოზიციაზე ფოტომასალით, წერილობითი დოკუმენტებითა და მემორიალური ნივთებით დამთვალიერებელს წარმოდგენა შეექმნება 1920-30-იან წლებში საქართველოში გატარებული რეპრესიების მასშტაბსა და შინაარსზე. საბჭოთა რეპრესიებს საქართველოში ათასობით ადამიანი შეეწირა. გამოფენის მზადების პროცესში ეროვნული არქივი რეპრესირებულთა ოჯახებს დაუკავშირდა. მათ მიერ არქივისათვის გადაცემული უნიკალური დოკუმენტები და ნივთები ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი. გამოფენა ასახავს სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას, ევგენი მიქელაძის, ქეთევან ორახელაშვილის, ნიკოლო მიწიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, დიმიტრი შევარდნაძის, ვახტანგ კოტეტიშვილის, პაოლო იაშვილის, ამბროსი ხელაიას, შალვა ნუცუბიძის, კირა ანდრონიკაშვილის, ვაჟა-ფშაველას ვაჟის - ლევან რაზიკაშვილის, სერგი გორგაძის შვილის - დავით გორგაძის, გიორგი ლეონიძის ძმის - ლევან ლეონიძის, კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილის - ნინო ცინცაძე - ყარალაშვილის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრების - ისიდორე რამიშვილის, გრიგოლ გიორგაძის, ბენია ჩხიკვიშვილის, ქრისტინე შარაშიძის, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ანა სოლოღაშვილის, ელეონერა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, მინადორა ტოროშელიძე-ორჯონიკიძისა და სხვა მრავალი ადამიანის ისტორიას. გამოფენის დამთვალიერებელი იხილავს ტიციან ტაბიძის უკანასკნელ ფოტოს, მის ფაქსიმილეს, გალაკტიონ ტაბიძის ლექსის ავტოგრაფს, რომელიც მან დახვრეტილ მეგობარს, „არტისტული ყვავილების" გამომცემელს, პეტრე გვარამიას (ტუტკუს) მიუძღვნა, ევგენი მიქელაძის პარტიტურას, ვახტანგ კოტეტიშვილისეულ მარმარილოს ქანდაკებას, შალვა ნუცუბიძის მიერ გადასახლებიდან ჩამოტანილ შანდალს, ლევან ლეონიძის, ნინო ცინცაძე-ყარალაშვილის, დავით გორგაძის პირად წერილებს, ღვთისმშობლის ნატყვიარ ხატს და სხვა ნივთებს. აღსანიშნავია, რომ 25, 26 და 27 ოქტომბერს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები", რის გამოც ამ დღეებში გამოფენაზე დაშვება შეზღუდული იქნება. გამოფენის კურატორები: ქეთევან ასათიანი, გიორგი კაკაბაძე. გამოფენა 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.
(NS)
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)