02:39 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 20:08:47, 2568 ნახვა

სამართალი
შსს-მ თბილისში ჯგუფური გამოძალვის ფაქტი აღკვეთა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ე. ბ., ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 2 000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics