|
2017-10-23 18:09:22, 2015 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წლის 22-27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, „სასჯელაღსრულების საერთაშორისო ასოციაციის მე-19 ყოველწლიურ კონფერენციაში“ მონაწილეობს, რომელიც ლონდონში იმართება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პენიტენციური სისტემის უმაღლესი თანამდებობის პირები ერთმანეთს საინტერესო გამოცდილებას უზიარებენ. „ეს გახლავთ ძალზე წარმომადგენლობითი კონფერენცია, რომელშიც 80 ქვეყნის 800-მდე დელეგატი მონაწილეობს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებაზე საქართველო წარადგენს პრეზენტაციას ჩვენს ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე და პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე დელეგატებს ინფორმაციას მიაწვდის“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. აღნიშნული კონფერენცია სასჯელაღსრულების სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ახალი ტექნოლოგიების შესწავლას. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები, გარდა იმისა, რომ პენიტენციური სფეროს ექსპერტებს გააცნობენ სისტემაში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, იმსჯელებენ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და პენიტენციური სისტემის სარეჟიმო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ყურადღებას გაამახვილებენ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროექტებსა და არასაპატიმრო სასჯელის დანერგვაზე. (NS)
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)