20:34 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 16:36:07, 2182 ნახვა

საზოგადოება
ეუთოს მისია: დავაფიქსირეთ საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლა, რომ მხარი მმართველი პარტიისთვის დაეჭირათ

„ჩვენ დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა საჯარო სექტორის მოსამსახურეებზე ზეწოლისა, რათა მათ მხარი დაეჭირათ მმართველი პარტიისთვის“, - ამის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კარენ იონკერმა  თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია აშკარაა და ამან არჩევნების სხვადასხვა ასპექტზე ზეგავლენა მოახდინა. 

„ჩვენ დავაკვირდით საარჩევნო პროცესს  სადაც საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების  შესაძლებლობა ჰქონდათ.  შეკრებისა და გამოხატვის ძირითადი უფლებები ზოგადად დაცული იყო. მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია აშკარაა და ამან   არჩევნებზე სხვადასხვა ასპექტზე ზეგავლენა მოახდინა.  უნდა აღინიშნოს, რომ ამ უპირატესობას  თან ახლავს პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ  სხვა სუბიექტების შესაძლებლობები  არ შეიზღუდოს.  არჩევნების ეფექტურად ადმინისტრირებამ და ამომრჩეველთა სუსტმა რეგისტრაციამ ამ პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაში  დიდი წვლილი შეიტანა. ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლის  შემთხვევები იყო და  ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი“,-განაცხადა იონკერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics