|
2017-10-22 16:06:16, 2031 ნახვა
საზოგადოება
საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 309 საჩივარია შესული
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ინფორმაციით, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 309 საჩივარი. მისივე განმარტებით, ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ და ის ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს, რომელთა ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. „ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომელიც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, საჭიროებს შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას. მთელი დღის განმავლობაში ცესკო იღებდა ინფორმაციას სხვადასხვა ფაქტების შესახებ, რომელთაგან უმრავლესობა ცესკომ გადაამოწმა. ამ ფაქტების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით კი ის ნაწილი რომლებიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ იქნა გაჟღერებული, გარკვეულ შემთხვევებში არ დადასტურდა, თუმცა იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული შემთხვევები, რომლებიც დადასტურებულია. მათი მხრიდან იყო დროული კომუნიკაცია, ინფორმირება და ცხადია იმ შემთხვევებში სადაც შესაძლებელი იყო, საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა მყისიერი რეაგირება. და, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას მომავალშიც ექნება შესაბამისი რეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საჭიროებს შემდგომ ყურადღებას. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მივიდა არჩევნებზე და გამოხატა საკუთარი კონსტიტუციური ნება. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც მთელი დღისა და ღამის განმავლობაში დაუღალავად იმუშავა, ცხადია საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, რითაც ხელი შეუწყვეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ და პროფესიულ დონეზე წარმართვას. მინდა, ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს საარჩევნო პროცესის გაშუქებისთვის და საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)