20:34 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 19:55:52, 2543 ნახვა

საზოგადოება
კენჭისყრის პროცესი დასრულდა

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, 20:00 საათზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა.

საარჩევნო უბნებზე, სადაც რიგი იყო, ამომრჩევლებს კანონის შესაბამისად მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

უბნების დახურვის შემდეგ, ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს  სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აერჩიათ.

არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველი იყო  რეგისტრირებული.

არჩევნებს დააკვირდა საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 4 820 ჟურნალისტი.

საღამოს 8:00 საათამდე აკრძალული იყო  არჩევნებთან დაკავშირებული  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. ეგზიტპოლის პირველად მონაცემებს "რუსთავი2"  და "იმედი" რამდენიმე წუთში გაასაჯაროვებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics