|
2017-10-21 12:46:36, 1888 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათივე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. იმ დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბანი არ არის, ხმის მიცემის პროცედურა გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმდინარეობს. „პენიტენციურ დაწესებულებებში ხმას აძლევენ ბრალდებულები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები, ასევე, ის თანამშრომლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან. საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები“, - აცხადებენ სამინისტროში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N მე-8 პენიტენციურ დაწესებულების N 113-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ დაწესებულების საარჩევნო უბანზე აქტივობა წინა წლებთან შედარებით მაღალია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ წარმომადგენელმა სულხან სახვაძემ აღნიშნა, საარჩევნო უბანი დროულად, 8 საათზე გაიხსნა და არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მსჯავრდებულ ა.შ-ის თქმით, აუცილებელია არჩევნებზე ყველა მოქალაქემ და მათ შორის მსჯავრდებულებმაც დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. „მოხარული ვარ, რომ მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი პოზიცია. ჩვენს ქვეყანას წინსვლა სჭირდება და ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, არჩევნებზე ყველა მოვიდეს და თავისი არჩევანი დააფიქსიროს“, - განაცხადა მსჯავრდებულმა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები გახსნილია: N 9 (ერთი უბანი), N 8 და N 18 (ორი უბანი), N 16 (ერთი უბანი), N17 (ერთი უბანი), N 5 და N 6 (ერთი უბანი), N15 და N19 (ერთი უბანი), N14 (ერთი უბანი), N2 (ერთი უბანი), N3 (ერთი უბანი) დაწესებულებებში.
(NS)
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)