|
2017-10-20 14:12:45, 1852 ნახვა
საზოგადოება
ექიმების ინფორმაციით, ყიზილაჯლოში დაჭრილი 4 პირიდან 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალის" მთავარი ექიმის ტატა შენგელაიას ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” წევრებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი 4 პირიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა. მთავარი ექიმის თქმით, კიდევ ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "2 პაციენტი, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, კვლავ კლინიკაში რჩება, მაგრამ დღეს სავარაუდოდ გავწერთ სახლში. კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. ორივეს აქვს მუცლის ღრუს შემავალი მრავლობითი დაზიანებები. ორივეს ჩაუტარდა ოპერაცია და ორივე რეანიმაციის განყოფილებაში წევს. ისინი მართვითი სუნთქვის აპარატზე არიან მიერთებული და გადიან შესაბამის მკურნალობას", - განაცხადა შენგელაიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ ყიზილაჯლოში "ქართულ ოცნების"" შტაბის წევრებს უცნობი პირი/პირები თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)