|
2017-10-20 12:01:43, 1985 ნახვა
საზოგადოება
სოფელი ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კახეთში, სოფელი ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, აშენდა ახალი სატუმბი სადგური, მოეწყო წყალაღების კვანძი ჩამკეტი ფარით და გისოსით, დამონტაჟდა ტუმბო აგრეგატები სიმძლავრით 1500 მ3/სთ. აწევის სიმაღლე 180 მეტრი. პროექტით ასევე დაგეგმილია ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოები და დამცავი კედლის მოწყობა. მიმდინარე ღონისძიებების განხორციელების შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის - ფიროსმანისა და სამთაწყაროს მოსახლეობა ისარგებლებს წყლით 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად. მიმდინარე სამუშაოები 2017 ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთის რეგიონში დღეისათვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11, ხოლო საქართველოს მასშტაბით 50 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)