|
2017-10-19 19:48:46, 1863 ნახვა
საზოგადოება
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე: საქართველო განიცდის პროგრესს და ეს ყველასთვის ნათელია
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის რებეკა ჰარმსის განცხადებით, საქართველო განიცდის პროგრესს და ეს ყველასთვის ნათელია. ჰარმსმა საქართველოს მზარდ პროგრესს და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ვფიქრობ ძალიან კარგია, რომ საქართველომ და სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა, ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს არა მხოლოდ სამ ქვეყანასთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ მისი იმპლემენტაციის შესახებ. თქვენი ქვეყანა განიცდის პროგრესს, ყველა აფასებს ამ ფაქტს და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობ, მიმდინარე შემოდგომის დებატებზე ჩვენი ძირითადი მოვალეობა იქნება ავუხსნათ ევროპის მოქალაქებს, რომ აღნიშნული ასოცირების შეთანხმებები მართლაც ჩვენი უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილია" - აღნიშნა რებეკა ჰარმსლა. ევრონესტის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ასოცირების ქვეყნებთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას ორივე მხარისთვის. „ასოცირების შეთანხმება და მისი წარმატებული იმპლემენტაცია ემსახურება არა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში სტაბილურობასა და მზარდ დემოკრატიას, არამედ ეს ასევე გადამწყვეტია ჩვენი, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის" - აღნიშნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)