|
2017-10-19 15:18:07, 1728 ნახვა
საზოგადოება
სოფლის განვითარების ეფექტიან მოდელზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს
საქართველოსთვის სოფლის განვითარების პოლიტიკის საუკეთესო მოდელის პოვნისა და ევროკავშირის სოფლის განვითარების ჩარჩო პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისკენ სწრაფვის საკითხები განიხილეს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებაზე, 2018-2020 წლების სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმდინარე საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ნოდარ კერესელიძემ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებულ სამთავრობო პროგრამებში სოფლის განვითარების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილის, კაიდო სირელის განცხადებით, ევროპული სახელმწიფოების მაგალითები ცხადყოფს, რომ სოფლის ეფექტიან განვითარებას მოაქვს უამრავი შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებს, კერძოდ კი, სიღარიბესთან ბრძოლას, განათლების ხარისხის ზრდას, ჯანდაცვას და გარემოს დაცვას, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ხელშეწყობით ჩატარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)