|
2017-10-18 14:30:21, 2308 ნახვა
საზოგადოება
„თბილისიმარათონი 2017“ 22 ოქტომბერს კვლავ გაიმართება
„თბილისი მარათონი 2017“ 22 ოქტომბერს კვლავ გაიმართება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელეს. მათივე ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორებმა, თბილისის მერიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ გამართული მოლაპარაკების შედეგად, მარათონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალეს. „თბილისი მარათონი 2017“ ნაცვლად დილის 9:00 საათისა, 8:30-ზე დაიწყება და ღონისძიება 14:00 საათის ნაცვლად 11:00 საათზე დასრულდება, რაც დედაქალაქის ქუჩების პარალიზებისა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს. თბილისის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც მარათონის მონაწილეების, ასევე, მოქალაქეების ინტერესები გაითვალისწინა. ღონისძიების მიზნების - ქველმოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციიდან გამომდინარე, თბილისის მერია წლებია, „თბილისი მარათონის“ მხარდამჭერია. დედაქალაქის მთავრობა წარმატებას უსურვებს სხვადასხვა გარბენის მონაწილეებსა და ღონისძიების ფარგლებში ჩამოსულ სტუმრებს“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)