15:50 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 10:41:33, 1650 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს დელეგაცია ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში იმყოფებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) სათაო ოფისს ეწვივნენ და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა  FRONTEX-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის მექანიზმებზე ისაუბრეს.

„შეხვედრის მონაწილეებმა ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ახალი სამუშაო შეთანხმების პროექტის დეტალებზე იმსჯელეს.

შეთანხმების პროექტი საქართველოს შსს-ს თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარებას, ერთობლივ ოპერაციებში ჩართულობას, რისკის ანალიზის კუთხით თანამშრომლობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა FRONTEX-ის ერთობლივი ოპერაციების, დაბრუნების ოპერაციების, რისკის ანალიზისა და სასწავლო დანაყოფების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზანი იყო FRONTEX-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობისა გაღრმავება და სამომავლო გეგმების განხილვა“, - აცხადებენ შსს-ში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics