|
2017-10-17 14:19:21, 1943 ნახვა
საზოგადოება
დავით უთმელიძე გაზაფხულის და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა
„ჩვენი გუნდის მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში“, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას საბურთალოზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მისი თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში გზების, ესტაკადების, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა იგეგმება. „უკვე დაგეგმილია ცინცაძის ქუჩაზე და გაგარინის მოედანზე ესტაკადების მშენებლობა, ასევე უნივერსიტეტის ქუჩაზე, ბიოლოგების კორპუსთან გადასასვლელი ხიდის გაკეთება ბაგების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაადვილებს ამ მონაკვეთებზე გადაადგილებას. საბურთალოზე საგზაო ინფრასტუქტურის რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილი და შეთანხმებულია. ჩვენ ამას მალე განვახორციელებთ, მაგრამ ამისთვის გვჭირდება თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა, როგორც არჩევნების დღეს, ისე შემდგომ პერიოდში“, - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას დავით უთმელიძემ. (NS)
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)