|
2017-10-16 15:53:31, 2052 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში იუსტიციის სახლის ფილიალის თანამშრომლები მოქალაქეებს სსიპ-ების სხვადასხვა შენობებიდან მოემსახურებიან
ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო, იუსტიციის სახლის მიმდებარე წყალგამტარი არხიდან წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალი დაიტბორა. აღნიშნულის გამო, ფილიალი მოქალაქეთა მომსახურებას ვერ ახორციელებს. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შენობაში ინტენსიურად მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, თუმცა როდის მოხდება მომსახურების პროცესის აღდგენა ამ დროისთვის უცნობია. „იმისათვის, რომ მომხმარებელს ექსტრემალურ ვითარებაში მაინც ჰქონდეს სერვისების მიღების შესაძლებლობა, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მითითებით, მომსახურების გაცემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ-ების სხვადასხვა შენობებიდან განხორციელდება. კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პერსონალი განთავსდება ქუთაისში მდებარე სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილ შენობაში, მისამართი: სადგურის მოედანი 3 ა, მე- 2 სართული. აღნიშნული პუნქტიდან მოხდება უკვე დამზადებული დოკუმენტაციის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობების გაცემა. ამავე ოფისში უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებით განცხადებების მიღებაც. დამატებითი ინფორმაციისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ ზესტაფონის, სამტრედიის, ხონის ტერიტორიულ სამსახურებსა და სოფლების: გეგუთის, მეორე სვირის, ზეინდარისა და დიდი ჯიხაიშის საზოგადოებრივ ცენტრებშიც. საჯარო რეესტრის სერვისების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ: ქ. ქუთაისში მოქმედ ავტორიზებულ პირებს, ნოტარიუსებს, იმერეთის რეგიონში მოქმედ ავტორიზებულ პირებს. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი მომსახურებას განახორციელებს ქ. ქუთაისში შემდეგ მისამართზე - სადგურის მოედანი N3 ა. ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ალტერნატიული ოფისები გახსნა: თერჯოლაში, მისამართი - რუსთაველის 109, ხონში - კაკაბაძის 15, ზესტაფონში - წერეთლის №5 და ვანში - თამარ მეფის №8. დამატებით ინფორმაციას იუსტიციის სახლი ოპერატიულ რეჟიმში აცნობებს მოსახლეობას“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)