21:23 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 15:03:53, 2222 ნახვა

მსოფლიო
ავსტრიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

ავსტრიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

ეგზიტპოლების მიხედვით, კონსერვატორებმა ხმების 31,6 % მოიპოვეს, მეორე ადგილზე ევროსკეპტიკური "ავსტრიის თავისუფლების პარტია" გავიდა, რომელმაც ხმების 26,8% მიიღო.

მესამე ადგილი  ხმათა 26,3%-ით სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პარტიის ლიდერი ქვეყნის მოქმედი კანცლერი კრისტიან კერნია.

კონსერვატორების პარტიას ქვეყნის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი ხელმძღვანელობს, რომელიც პარტიის გამარჯვების პირობებში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა. ის 31 წლისაა.

ევროპის ლიდერებმა კურცს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს. არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობამ 68% შეადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics