21:23 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 12:22:56, 2042 ნახვა

მსოფლიო
ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ VnExpress იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 34 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ამასთან, სტიქიამ ქვეყნის 7 პროვინციაში დაახლოებით 34 000 სახლი და 22 000 ჰექტარი ბრინჯის მოსავალი გაანადგურა.

როგორც სააგენტო წერს, ვიეტნამში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სხვადასხვა პროვინციიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 5 ათასზე მეტმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი უკვე დატოვა.

ცნობისთვის, შარშან ტროპიკული შტორმის და წყალდიდობის გამო ვიეტნამში 264 ადამიანი დაიღუპა. ზარალმა 1.75 მილიარდი შეადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics