00:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 11:56:30, 1997 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდნენ

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდში აშშ-ის, ჩინეთისა და საფრანგეთის აღმასრულებელ დირექტორებს სუნილ საბარვალს (Sunil Sabharwal), პინგ სუნს (Ping Sun) და ერვი დე ვილროშეს  (Hervé de Villeroché)  შეხვდნენ.

ფინანსთა სამინსიტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე  საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარების და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს. 

 საქართველოს დელეგაციის წევრებმა, რომელთა შორისაც ასევე იყვნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე.

განსაკუთრებული ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან რეფორმების გეგმას ეფუძნება, რაც საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი  დირექტორთა საბჭოს წევრები უკვე მიმდინარე წლის ნოემბერში, მონაწილეობას მიიღებენ სხდომაში, სადაც საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებას განიხილავს.

შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში 30 მლნ ესდეერის (42.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics