|
2017-10-13 11:24:21, 1794 ნახვა
საზოგადოება
უძრავ ნივთებზე ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების არქივების პროექტი დასრულდა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ მონაცემებზე ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების არქივირების პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით დაასრულა. ამიერიდან, ნებისმიერ რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მონაცემების სრული ისტორია ერთიან ელექტრონულ ბაზაშია განთავსებული, რაც ერთიანი სარეგისტრაციო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, მონაცემთა ბაზების სრულყოფას, ზუსტი სტატისტიკის წარმოებას, სწრაფ და ხარისხიან რეგისტრაციას უწყობს ხელს. ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი შემდეგ ინფორმაციას მოიცავს: სამართლებრივად ვის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ქონება, სხვადასხვა დროს ვინ იყო მისი მფლობელი, რა ვალდებულებებით იყო და არის დატვირთული (იპოთეკა, იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი..) და ა.შ. სააღრიცხვო ბარათებს საჯარო რეესტრის გარდა თავიანთ საქმიანობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიც გამოიყენებენ. საჯარო რეესტრის არქივირების პროექტს მასშტაბური სახე 2014 წელს მიეცა და მასში, დამატებით 100 თანამშრომელი დასაქმდა. პროექტის ფარგლებში, სააგენტოს ფილიალებიდან სულ 60 869 ბაინდერი დამუშავდა. (NS)
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)