|
2017-10-12 18:35:36, 1782 ნახვა
საზოგადოება
GDSC-ზე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. საერთაშორისო ფორუმის მესამე პანელი უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების განხილვას დაეთმო. მონაწილეებმა ჰიბრიდული ომის საფრთხეებისა და მასთან გამკლავების მექანიზმებზე იმსჯელეს. ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ დისკუსიას გერმანიის მარშალის ფონდის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების უფროსი მკვლევარი ბრუნო ლეტე უძღვებოდა. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იაკუბ ლანდოვსკიმ სხვადასხვა ჰიბრიდული ომის მსგავსი ნიშნები მიმოიხილა, როგორიცაა ქმედების უარყოფა და საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი დაბნეულობის ხელშეწყობა. მისი მტკიცებით, ჰიბრიდული ომის პასუხი მდგრადობაა. „რადიო თავისუფლების“ ბლოგერმა ბრაიან ვითმორმა რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდები გაანალიზა: „მნიშვნელოვანია განვასხვავოთ, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის იყენებს, რაც წინ უძღვის კონვენციურ ომს, ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ კი, ის ჰიბრიდულ ომს კონვენციური ომის მოსამზადებლად არ აწარმოებს.“ სპიკერის აზრით, დროა დასავლეთმა არასამხედრო შეკავების საშუალებებს მეტი ყურადღება დაუთმოს. საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარის ელი ტენენბაუმის განცხადებით, ჰიბრიდულ ომზე საფრანგეთში რეალურად საუბარი ტერორისტული აქტის შემდგომ დაიწყო. მან ისლამური სახელმწიფოს ბრძოლის მეთოდები რუსეთის ქმედებებს შეადარა. (NS)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)