21:23 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 18:27:41, 2175 ნახვა

მსოფლიო
ამერიკამ რუსეთის საელჩოების ყოფილი შენობებიდან დროშები ჩამოხსნა

ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში მდებარე რუსეთის დიპლომატიური კორპუსის შენობებზე აღმართული რუსეთის დროშები ჩამოხსნეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, დროშები "დიდი პატივით ჩამოხსნეს და ისინი რუსეთის ყოფილი საკონსულოს შენობაში ინახება".

მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკამ შენობებიდან დროშების ჩამოხსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების რაოდენობა შემცირდა. ასევე, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში მდებარე საკონსულოები დაიხურა და მისიის წარმომადგენლებმა შენობა დაცალეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, რუსულ მხარეს დროშების ჩამოხსნაზე არანაირი თანხმობა არ მიუცია.

მოსკოვი თვლის, რომ აღნიშნულ ფაქტი, "ქვეყნის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს აბუჩად აგდებაა".

"შესაძლოა ამას სპეციალურად აკეთებენ, განზრახ, იმისთვის, რომ რუსეთში ამერიკის ახალ ელჩს უფრო გაურთულონ მუშაობა“, - დასძინა ზახაროვამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics