18:37 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 12:13:15, 1710 ნახვა

კომენტარი
მეხრიშვილი: ვიმედოვნებ, პროკურატურა ჩვენს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას არ მოითხოვს

მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ამ დრომდე მათი გამოკითხვის პროცედურა ნებაყოფლობითი იყო, ახლა კი, უფრო რთული პროცესი იწყება.

კერძოდ, მეხრიშვილის განმარტებით, პროკურატურამ ახლა შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს და ადვოკატების მაგისტრი მოსამართლეების წინაშე დაკითხვა მოითხოვოს.

მეხრიშვილი იმედოვნებს, რომ პროკურატურა მათი დაკითხვის თაობაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ასევე იმედი აქვს, რომ მართლმსაჯულება არ დაუშვებს, მოწმის სახით მიიწვიოს ადვოკატები სასამართლოში.

„ჩვენ გვავალდებულებს კანონი, არ გავთქვათ კონფიდენციალური ინფორმაცია. იმედია, პროკურატურა არ მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენი დაკითხვის თაობაზე და თუ ასე არ მოხდა, იმედი მაქვს, მართლმსაჯულება არ დაუშვებს, მოწმის სახით მიგვიწვიოს სასამართლოში დასაკითხად. დიდი იმედი მაქვს პროკურატურის და ყველაზე დიდი იმედი მაქვს სასამართლოსი, რომ არ მიიღებს  გადაწყვეტილებას დაკითხვის თაობაზე“,-განაცხადა მეხრიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ,   მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია-საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“,-აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics