|
2017-10-11 12:59:11, 2560 ნახვა
საზოგადოება
უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 25 ნეშტია იდენტიფიცირებული, მათ შორის არიან გურამ გაბესკირია და მამია ალასანია
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 25 ნეშტია იდენტიფიცირებული, მათ შორისაა სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და ირაკლი ალასანიას მამა, მამია ალასანია. სუბარის განმარტებით, 2010 წლიდან დღემდე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, 110-მა ოჯახმა შეიტყო დაკარგული ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის შესახებ და ამ რიცხვს 25 ოჯახი შეემატა. სუბარი ამბობს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების პროცესი ძალიან კარგი ტემპით მიდის: „განსაკუთრებით მადლობა მინდა ვუთხრა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს, ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი პოზიტიურად და დინამიურად წარიმართოს. წინა წლების განმავლობაში მთლიანად მოხდა 101 პირის იდენტიფიცირება და გადაცემულია მათი ნეშტები ოჯახებს. მხოლოდ წელს 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან არის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახელები, არიან ადამიანები რომლებიც იცავდნენ სოხუმში უმაღლესი საბჭოს შენობას და რომლებიც იბრძოდნენ ჟიული შარტავასთან ერთად: მამია ალასანია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი, მათ შორის არიან ასევე მებრძოლები და ის დამიანები რომლების სიცოცხლის ბოლო წუთამდე საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)