11:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 14:24:00, 1769 ნახვა

საზოგადოება
საკრებულოსთან „ევროპული საქართველოს“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისის საკრებულოსთან დაპირისპირება მოხდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები საკრებულოში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. აღნიშნულს სიტყვიერი და მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„ის რაც აქ ხდება, ეს არის სიმბოლო, განსახიერება ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის. გარდა იმისა შინაარსით რაც ხდება შიგნით საკრებულოში, როდესაც 1 ლარად ჩუქნიან მილიარდერს ქონებას, ამის გარდა დამოკიდებულება კანონის მიმართ, პარლამენტის წევრების მიმართ, ხალხის მიმართ, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულები არიან. ამ პოლიციელებს არღვევინებენ კანონს, უხეშად და ცინიკურად და ამაზე პასუხი უდნა გავცეთ 21 ოქტომბერს არჩევნებზე ყველამ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთივს, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომას, მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და ჟურნალისტები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ "თბილისი სითისთვის" პუშკინის სკვერთან ავტოპარკინგის მოსაწყობად 1900 მ. კვ-ის ფართობის მიწის ნაკვეთის და თაბორის მთაზე 5 000-მ. კვ-მდე მიწის ფართობის 1 ლარად გადაცემას საკრებულომ მხარი 29 სექტემბერს დაუჭირა. გადაწყვეტილებას საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ პროცედურულად საკითხში განსახილველად დედაქალაქის მერიას გადაეგზავნა. მერიამ მიწების გადაცემის საკითხი 4 ოქტომბერს განიხილა და მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც დოკუმენტი დასამტკიცებლად ისევ საკრებულოს გადაეგზავნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics