18:37 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 14:39:45, 2219 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარების გამო, 160 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

მოსკოვში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარების გამო, თითქმის 160 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ Interfax იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ზარები 11:00 საათზე, 260 ობიექტში დაფიქსირდა. 

შეგახსენებთ, რომ ანონიმური ზარების ტალღა რუსეთში დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. 5 ოქტომბერს რუსეთის საგამოძიებო სამსახურებმა განაცხადეს, რომ ზარების ორგანიზატორების ვინაობა დადგენილია - ისინი საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები არიან. ამასთან, მათ მოტივზე სპეცსამსახურები არ საუბრობენ.

13 სექტემბერს მოსკოვის სხვადასხვა ადგილებიდან აფეთქებების საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რამდენიმე დღით ადრე საფრთხის შესახებ ანონიმური ზარების გამო ქვეყნის 22 ქალაქში 45 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics