17:16 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 13:02:15, 2051 ნახვა

კომენტარი
კალაძე დებატებზე: უნდა შევარჩიოთ ნეიტრალური ტერიტორია, სადაც ყველა კანდიდატი იქნება წარმოდგენილი

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დებატების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, უნდა შეირჩეს ნეიტრალური ტერიტორია, სადაც ყველა პარტიის კანდიდატი იქნება წარმოდგენილი.

მისივე თქმით, დებატების ორგანიზებაში შესაძლოა, არასამთავრობო სექტორის დახმარებაც გახდეს საჭირო.

„მაქვს ჩემი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად შეხვედრებს ვმართავ მოსახლეობასთან. დებატების გამართვის საკითხი არ არის მარტივი. უნდა შევარჩიოთ ნეიტრალური ტერიტორია, შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებაც დაგვჭირდეს აღნიშნულ საკითხში. უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა პარტიის კანდიდატი და ასევე ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოვიდნენ და დასვან ყველა კითხვა, რაც აინტერესებთ. რაც შეეხება სხვადასხვა ტელევიზიებში დებატების გამართვას, პირველ რიგში ვფიქრობ, არ არის საინტერესო ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე დებატების ჩატარება, მეორეს მხრივ, როდესაც ერთ ტელევიზიაში მიხვალ და მეორეში არა, შეიძლება ვიღაცას აწყენინო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შეიძლება შეიქმნას საერთო პლატფორმა. როცა იქნება წარმოდგენილი ყველა კანდიდატი და ყველა ჟურნალისტი, ამით არავის ვაწყენინებთ და დებატები შედგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics