|
2015-04-30 17:52:05, 505 ნახვა
საზოგადოება
2002 წელთან შედარებით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 14,7 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. წინასწარი ინფორმაციით, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 729 635 ადამიანს შეადგენს, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535) შედარებით 14,7 პროცენტით (641 900) ნაკლებია. მონაცემების თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 2 მილიონ 140 126 ადამიანი შეადგინა. სოფლის მოსახლეობამ კი - მილიონ 589 509 ადამიანი. საქსტატის ინფორმაციით, შემცირება ძირითადად - 23, 8 პროცენტით სოფლის მოსახლეობამ განიცადა, ქალაქის მოსახლეობა კი 6,3 პროცენტით არის შემცირებული. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 118 035 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერასთან შედარებით 3,4 პროცენტით მეტია. უწყების ინფორმაციით, მატება ძირითადად მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლის ტიპის დასახლებების თბილისთან შემოერთებითაა განპირობებული. აღწერის საბოლოო შედეგები, პირველადი მონაცემების დამუშავების შემდეგ, 2016 წლის აპრილის თვეში გამოქვეყნდება. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. აღწერამ ქვეყნის მთელი ტერიტორია მოიცვა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)