19:54 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 12:30:11, 2405 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან ბირთვულ გარიგებას მომავალ კვირაში გააუქმებს - „ირანის ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოვუღოთ“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში ირანთან ბირთვული გარიგების პირობების გაუქმების თაობაზე განცხადებას გააკეთებს, - ამის შესახებ Washington Post-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს გარიგება “აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ვერ პასუხობს“.

"აშშ არ დაუშვებს, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი მიიღოს. ირანის რეჟიმი მხარს უჭერს ტერორიზმს, ავრცელებს ძალადობას, სისხლისღვრას და ქაოსს მთელ ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ირანის აგრესიას და ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოვუღოთ", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების თვალსაზრისით. აღნიშნული შეთანხმება ირანისთვის, ამერიკის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას, თუმცა დონალდ ტრამპი, გარიგებიდან გასვლას გეგმავს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics