08:47 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 10:15:28, 1803 ნახვა

საზოგადოება
სკულპტურული კომპოზიციების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები თბილისის მერიაში განთავსდება

ქალაქ თბილისში, რევაზ ლაღიძის, დიმიტრი ყიფიანის, დანტე ალიგიერის, იაკობ გოგებაშვილისა და თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სიმბოლიკასთან დაკავშირებული სკულპტურული კომპოზიციების საუკეთესო წინადადებების შესარჩევი კონკურსები მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გამოცხადდა.

წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ იქნა 20 (ოცი) საკონკურსო წინადადება. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები, საზოგადოებრივი განხილვის მიზნით, 15 ოქტომბრის ჩათვლით, საჯაროდ განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მეორე სართულზე მე-9 ოთახში, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, დაათვალიეროს კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები და დატოვოს თავისი მოსაზრებები შთაბეჭდილებების წიგნში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics